ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, აბდულა აბდულას სასარგებლოდ განცხადება გააკეთა დამარცხებულმა კანდიდატმა ზალმაი რასულმა. რასული, რომელიც პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ახლო მოკავშირეა, მესამე ადგილზე გავიდა 5 აპრილს გამართული არჩევნების პირველ ტურში. მეორე ადგილი მოიპოვა აშრაფ ღანიმ. აბდულასა და ღანის შორის არჩევნების მეორე ტური 7 ივნისს გაიმართება.