კვირას ლიბიის ნაპირებთან 36 მიგრანტის გვამი იპოვეს

კვირას ლიბიის ნაპირებთან 36 მიგრანტის გვამი იპოვეს. ისინი იპოვეს გემზე, რომელიც მიმდინარე კვირის დამდეგს ჩაიძირა ხმელთაშუა ზღვაში. ლიბიის ხელისუფლების ცნობით, 52 ადამიანი გადაარჩინეს. კიდევ სულ ცოტა 54 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ძებნა გრძელდება.