დონეცკის რაიონის ქალაქ კრასნოარმეისკში შეტაკება მოხდა უკრაინის უშიშროების ძალებსა და სამოქალაქო პირებს შორის

დონეცკის რაიონის ქალაქ კრასნოარმეისკში ქალაქის აღმასკომის შენობასთან სროლა მოხდა უკრაინის უშიშროების ძალებსა და სამოქალაქო პირებს შორის. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. როგორც გაზეთ „უკრაინსკაია პრავდას“ კორესპონდენტი იტყობინება, უკრაინის ეროვნული გვარდიის მეომრები, მანქანით მიემართებოდნენ ქალაქის აღმასკომისკენ. თვითმხილველების თქმით, მათ გზა გადაუკეტეს ადგილობრივმა მოსახლეებმა, რის შემდეგაც მეომრებმა ჰაერში გაისროლეს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მათ მომიტინგეებს ესროლეს.