ევროკავშირმა დააწესა მორიგი სანქციები უკრაინის კრიზისის გამო

ევროკავშირმა ორშაბათს გამოაცხადა სანქციები კიდევ 13 ინდივიდის და ორი კომპანიის წინააღმდეგ, უკრაინაში კრიზისთან დაკავშირებით. სანქცირებულებს შორის არიან რუსი ოფიციალური პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიის პროცესში და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტები. ხოლო კომპანიებიდან სანქციები შეეხება „ჩერნომორნეფტეგაზს“ და „ფეოდოსიას“, რომელთა ფაქტობრივი კონფისკაციაც მოახდინეს ყირიმის ახალმა მმართველებმა, რუსეთის მიერ უკრაინის ამ რეგიონის ანექსიის შემდეგ.