საქართველოს ეწვია საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. როგორც იუწყებიან, მას თბილისის აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაია ფანჯიკიძე და სხვა ოფიციალური პირები. პრეზიდენტმა ოლანდმა პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მასთან ერთად დაესწრო საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვას. საღამოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან.