მომავალი თვითმმართველი ქალაქები არჩევნებისთვის ემზადებიან

რუსთავი

15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი მერს, აქამდე არსებული ხუთის ნაცვლად, 12 თვითმმართველ ქალაქში აირჩევს. თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა უახლოეს მომავალში გაიზრდება. მათგან ოთხის შესახებ - ზუგდიდზე, თელავზე, გორსა და რუსთავზე - ჩვენს ყოველკვირეულ „რეგიონალურ მაცნეში“ ვისაუბრებთ. კერძოდ, შევეხებით, როგორც თვითმმართველობის ძველ და ისტორიულ ჩანასახებს, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.