საქართველოს ცსკ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3.472.772-ს შეადგენს

საქართველოს ცსკ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3472772-ს შეადგენს. ამასთან, კომისია განმარტავს, რომ ამომრჩეველთა სიაში კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის ვადა ჯერ არ ამოწურულა და შესაბამისად, დღეს გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით დაზუსტდება. საარჩევნო ადმინისტრაცია 16 მაისიდან დაიწყებს ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას.