წყალდიდობას სერბიაში ორი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა ძლიერი ქარისა და წვიმების შედეგად, რამაც სერბიასა და ბოსნიაში წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის გამო 15 მაისს სერბიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ევაკუირებულია ასობით ოჯახი. წყალდიდობის საფრთხის გამო ორი დღით დაიხურა სკოლები.