სლავიანსკთან ბრძოლა გრძელდება

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ სლავიანსკთან 16 მაისს დილითაც გრძელდებოდა ბრძოლა სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტ მეამბოხეებს შორის. უკრაინის ჯარი საარტილერიო ცეცხლით უტევდა სეპარატისტების პოზიციებს. მეამბოხეთა წარმომადგენლის თანახმად, ბრძოლა დაიწყო 15 მაისს შუადღისას და გრძელდებოდა 16 მაისის დილითაც სოფლებთან - ანდრეევკა და სემიონოვკა, აგრეთვე ქალაქ კრასნი ლიმანთან და კარაგუნის მთასთან. „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, სლავიანსკთან ქალაქ კრამატორსკიდან მისასვლელი გზა ბლოკირებული აქვს უკრაინის ეროვნულ გვარდიას.