ინდოეთის კონგრესის პარტია არჩევნებში დამარცხდა

ინდოეთის კონგრესის პარტიის ხელმძღვანელებმა, სონია განდიმ და მისმა შვილმა რაჰულმა აღიარეს პირადი პასუხისმგებლობა არჩევნებში პარტიის სამარცხვინო დამარცხების გამო. 16 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ოპოზიციურ ბჰარატია ჯანატას პარტიას პირველად 30 წლის განმავლობაში ეძლევა შანსი საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად. კონგრესის პარტია, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, 1950 წლიდან მხოლოდ 13 წელიწადი არ მართავდა ინდოეთს, - მეორე ადგილზეა. პარტიას ტრადიციულად ნერუ-განდის ოჯახის წევრები მართავენ. ინდოეთში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი დემოკრატიული ქვეყანაა, საპარლამენტო არჩევნები ექვს წელიწადში ერთხელ ტარდება.