რუსეთში სარკინიგზო ავარიამ შეიწირა, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი

მოსკოვის მახლობლად სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დარყდნობით იუწყება ასევე, რომ დაშავდა 15 ადამიანი, რომელთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც იუწყებიან, ერთმანეთს დაეჯახნენ სატვირთო და სამგზავრო მატარებლები.