რუსეთში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს პოლიტკოვსკაიას საქმეში

რუსეთში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს ცნობილი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეში. მოსკოვის ერთ-ერთ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბრალდებულებიდან ოთხი პირი დამნაშავეა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაში, ერთი კი მის მოკვლაში. ბრალდებულებს შორის არის სამი ჩეჩენი - ძმები, რომელთაგან ერთ-ერთი, ნაფიცი მსაჯულების აზრით, მკვლელია. ბრალდებულია ამ სამეულის ბიძაც და ერთი ყოფილი პოლიციელი. პოლიტკოვსკაია 2006 წელს მოკლეს მისსავე სახლში. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ის განაგრძობს მუშაობს პოლიტკოვსკაიას მკლვლობის დამკვეთის ვინაობის დასადგენად.