ჯო ბაიდენი კვიპროსზე მოლაპარაკებებს გამართავს

21 მაისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოლაპარაკებებს გამართავს კვიპროსზე. წინასწარი ინფორმაციით, ბაიდენი აპირებს განიხილოს ევროკავშირის სანქციები რუსეთის მიმართ. საკითხი ძალიან მგრძნობიარეა ნიქოზიისთვის - რუს ინვესტორებს კვიპროსის ბანკებში მილიარდობით ევრო აქვთ შენახული. კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოანის კასულიდისმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება „დაანგრევს კვიპროსის ეკონომიკას“, რომელიც ევროზონის საკრედიტო კრიზისის გამო ისედაც დაზარალდა. მოლაპარაკებებზე იმსჯელებენ აგრეთვე ენერგეტიკის საკითხებზეც. კვიპროსზე ვიზიტისას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 22 მაისის დღის წესრიგშია სამშვიდობო მოლაპარაკებები პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისსა და კვიპროსის თურქ ლიდერ დერვის ეროღლუსთან. არ არის დაზუსტებული ბაიდენი მათ ერთად შეხვდება, თუ ცალცალკე.