უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტები ხელს უშლიან არჩევნებისთვის მზადებას

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები კომისიას მუშაობის საშუალებას არ აძლევენ აღმოსავლეთის ორი რეგიონის უბანთა თითქმის ნახევარში. კომისიამ 22 მაისს განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში - რომლებიც სეპარატისტებმა თავიანთ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადეს - სეპარატისტები საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს 34-დან 16 უბანზე არ აძლევენ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების საშუალებას. დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტებს ნათქვამი აქვთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას არ დაუშვებენ.