ერაყში თავდასხმებს 16 შიიტი მორწმუნე შეეწირა

ბაღდადში შიიტ მუსლიმ მომლოცველებზე განხორციელებულ თავდასხმათა სერიას 16 კაცი შეეწირა. თავდასხმებში ორი თვითმკვლელი და დანაღმული ავტომობილი იყო გამოყენებული. მლოცველები ერაყის დედაქალაქში შიიტების წმინდანის იმამ მუსა ალ კადიმის სიკვდილის წლისათვის აღსანიშნავად მთელი ქვეყნის ყველა კუთხიდან იკრიბებიან. 25 მაისს ბაღდადში ათასობით მომლოცველს ელოდებიან.