ევროკავშირის 21 ქვეყანაში ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეა

ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანაში ევროპარლამენტის 2014-2019 წლების შემადგენლობის არჩევნების ბოლო დღეა. იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც არჩევნები დღეს იმართება, არიან გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და ესპანეთი. საერთო ჯამში არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ევროკავშირის ქვეყნების 388 მილიონ მოქალაქეს. კენჭისყრა უკვე გაიმართა ევროკავშირის შვიდ წევრ სახელმწიფოში. გავრცელებული ვარაუდით, არჩევნების შედეგი დაადასტურებს, რომ დომინანტ პოზიციაზე კვლავაც პრო-ევროპელი ცენტრისტები არიან - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაძლიერდა როგორც ულტრამემარჯვენე, ისე მემარცხენე პარტიების პოზიციები. საბოლოო შედეგები და ევროპარლამენტის შემადგენლობის ზუსტი კონფიგურაცია 26 მაისს, საღამოს გამოცხადდება.