აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტი გამართავს საგანგებო სხდომას
28 მაისს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება. დეპუტატები შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. სხდომა 11 საათზე დაიწყება. ინფორმაციას პარლამენტის სპიკერ ვალერი ბგანბაზე დაყრდნობით ავრცელებს „აფსნიპრესი“.