ბრაზილიის დედაქალაქში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

ბრაზილიის დედაქალაქში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში დიდი ხარჯების წინააღმდეგ გამოდიან. აქციაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს მომიტინგეთა დასაშლელად.