ტურჩინოვმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა პოროშენკოს

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა პეტრო პოროშენკოს. ბოლო მონაცემებით, პოროშენკოს ერგო ხმების 54,7%, ხოლო მის უახლოეს მეტოქეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს 13%-მდე. ტურჩინოვის განცხადებით, მისი დავალებით მზადდება პოროშენკოს ინაუგურაციის ცერემონია. უკრაინის მედიის ცნობით, ცერემონია 7 ივნისს გაიმართება. ტურჩინოვმა ასევე დაადასტურა, რომ ვიტალი კლიჩკოს ერგო გამარჯვება კიევის მერის არჩევნებში, რომელიც, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნები, 25 მაისს ჩატარდა. კლიჩკო და პოროშენკო მოკავშირეები არიან.