შტეფ ფიულე: საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები

ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ გერმანულ გამოცემა „ველტთან“ ინტერვიუში განაცხადა. "ევროკავშირის გაფართოება მძლავრი ინსტრუმენტია აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნების ტრანსფორმაციისთვის. ევროინტეგრაციის პერსპექტივა საუკეთესო სტიმულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რეფორმების გატარებისთვის", - აღნიშნა ევროკომისარმა. შეტაფან ფიულესთან ინტერვიუს ქართულ თარგმანს ახალი ამბების სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. თუ ევროკავშირი სერიოზულად ისწრაფვის აღმოსავლეთ ევროპაში ტრანსფორმაციისკენ, უნდა გამოიყენოს ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს გაფართოებას, - განაცხადა გერმანულ გამოცემასთან საუბრისას ევროკომისარმა შტეფან ფიულემ.