ავღანეთში ბომბმა 12 სამოქალაქო პირი მოკლა

ავღანეთის ოფიციალური ცნობით, 13 სამოქალაქო პირი, მათ შორის შვიდი ქალი მოკლა გზაზე ჩადებული ბომბის აფეთქებამ. ინციდენტი მოხდა 31 მაისს გიროს რაიონში, ღაზნის პროვინციაში. ცნობით, მექორწილეები მანქანით შინ ბრუნდებოდნენ, როცა მათი მანქანა ბომბზე აფეთქდა.