ალექსანდრ ანქვაბმა თავი შეაფარა რუსეთის სამხედრო ბაზას

სოხუმი, 2014 წლის 31 მაისი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ოპოზიციურმა კანონმდებლებმა, მას მერე, რაც რეგიონის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა თავი შეაფარა რუსეთის სამხედრო ბაზას გუდაუთაში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ვადა დაადგინეს. პარლამენტმა 31 მაისს თავმჯდომარე, ვალერი ბგანბა დაასახელა გარდამავალი პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ვადამდელი არჩევნები სეპარატისტულ რესპუბლიკაში დაინიშნა 24 აგვისტოსთვის. ანქვაბმა გააკრიტიკა პარლამენტის გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების და დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელისთვის გადადგომის შეთავაზების გამო. ანქვაბის აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული ზეწოლის და ულტიმატუმების ვითარებაში.