აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება უკრაინის პრეზიდენტად არჩეული პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი კიევში იქნება 7 ივნისს და ინაუგურაციაზე დასწრების გარდა, შეხვედრებს გამართავს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში ბოლოს აპრილში იმყოფებოდა კიევისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად.