სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა 2 ივნისს განაცხადა, რომ, სათანადო დრო როცა დადგება, სამხრეთ ოსეთელი ხალხი უნდა შეუერთდეს ჩრდილოეთ ოსეთს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. თიბილოვის თქმით, რეგიონისთვის „ინტეგრაცია არის სერიოზული მოსამზადებელი ეტაპი რუსეთთან მიერთების საკითხის გადასაჭრელად“.