5 ივნისს პირველი ქართული ქვეგანაყოფი ცენტრალურ აფრიკაში გაემართება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ 5 ივნისს, პირველი ქართული ქვეგანაყოფი ცენტრალურ აფრიკაში გაემართება. ალასანიას თანახმად, ის პირადად გააცილებს სამხედროებს აფრიკაში. მინისტრის თქმით, მას ეამაყება იყოს ისეთი შეიარაღებული ძალების თავდაცვის მინისტრი, „რომელმაც ამხელა, დიდი პატივისცემა დაიმსახურა მსოფლიოში.“