ბაია კაპანაძე: თუ ეს თაობა მოინდომებს, საქართველო შეიცვლება

ბაია კაპანაძე

„უხილავ ფარდაში“ განვაგრძობთ ჩვენს ციკლს საქართველოდან უცხოეთში სასწავლად წასული ახალგაზრდების შესახებ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ბაია კაპანაძეა - ლონდონის პოლიტიკისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტი. საერთაშორისო ურთიერთობებთან ერთად ბაია ეკონომიკასაც სწავლობს. გადაცემაში მონაწილეობს გიორგი ბადრიძეც, რომელიც შარშანდლამდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში. ლონდონი, ბრიტანეთი, დიპლომატია, საქართველო, უცხოეთში მყოფი სტუდენტი და ქართული ტრადიცია, ასევე მშობლები, რომლებიც სკაიპით იძლევიან რჩევებს გაციების დროს. ესაა ჩვენი გადაცემის თემები. ბაია კაპანაძე 19 წლისაა. ის გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამო, თუ რატომ არ ჰყავს საქართველოს ამდენ ხანს ელჩი ასეთ მძლავრ საერთაშორისო მოთამაშე ქვეყანაში, როგორიც დიდი ბრიტანეთია.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა