პუტინმა მესაზღვრეებს უკრაინასთან საზღვრის კონტროლის გამკაცრება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტის საინფორმაციო სამსახურის თანახმად, პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტს უბრძანა, ყველა ღონე იხმაროს რუსეთ-უკრაინის საზღვრზე უსაფრთხოების გასამკაცრებლად და ყოველგვარი არალეგალური იარაღის აღსაკვეთად. პუტინის განკარგულებს სხვა დეტალები უცნობია. ინფორმაცია, საზღვრის კონტროლის გამკაცრების შესახებ გავრცელდა მას შემდგე, რაც კიევში ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაცია გაიმართა.