რომის პაპმა ვატიკანში უმასპინძლა ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში პალესტინისა და ისრაელის ლიდერები მიიღო. ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესსა და პალესტინის ავტონომიის მეთაურ მაჰმუდ აბასს პაპმა „სიმამაცის“ გამოვლენისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა. პონტიფიკოსმა ორი ლიდერი ვატიკანში დაპატიჟა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამასწინანდელი ტურნეს დროს. ვატიკანში ჩატარდა ერთობლივი ღვთისმსახურება, რომელშიც მონაწილეობდნენ ქრისტიანები, იუდეველები და მუსულმანები. რომის პაპმა განაცხადა, რომ ვატიკანი არ აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩარევას, თუკი პალესტინა და ისრაელი მას განაახლებენ.