რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ორ პირს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისათვის

მოსკოვში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ორ პირს სულ ხუთიდან, რომლებიც გაასამართლა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებასა და შესრულებაში ბრალდების საფუძველზე. ლომ-ალი გაიტუკაევს სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს მკვლელობის ორგანიზებისათვის, ხოლო რუსტამ მახმუდოვს - გასროლისათვის, რომელსაც პოლიტკოვსკაიას სიკვდილი მოჰყვა. მაისში ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულებიდან ოთხი მამაკაცი სცნეს დამნაშავედ პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზებაში, ხოლო მახმუდოვი - მკვლელობის შესრულებაში. ხუთი ბრალდებულიდან სამს, მათ შორის ძმებს იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვებს, დღეს სასამართლომ შეუფარდა 12-დან 20 წლამდე პატიმრობა. პოლიტკოვსკაია, რომლის რეპორტაჟებშიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული კრემლი და ჩეჩნეთში მისი პოლიტიკა, 2006 წელს მოსკოვში მოკლეს. დღემდე დაუდგენელი რჩება, ვინ გასცა დავალება, რომ ის მოეკლათ.