სირიაში 45-მდე ადამიანი დაიღუპა ჯიჰადისტებს შორის ბრძოლის შედეგად

სირიაში 45-მდე ადამიანი დაიღუპა ისლამისტი მეამბოხეების სხვადასხვა ჯგუფს შორის შეტაკებების შედეგად. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, შეტაკებები 8-9 ივნისს მოხდა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხოშამში. ვარაუდობენ, რომ სირიაში 6000-მდე მებრძოლია დაღუპული ისლამისტი მეამბოხეების ერთმანეთში ბრძოლის შედეგად.