საქართველო 140 მილიონ დოლარს მიიღებს განათლების სისტემის განვითარებისთვის

საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის გაფორმებული მეორე კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის, გრანტის სახით, 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპაქტის მიზანია პროექტების განხორციელება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში.