აღმოსავლეთ უკრაინაში უცნობებმა ხიდი ააფეთქეს

ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულია. რუსული მედიის თანახმად, უცნობებმა დღეს ხიდი ააფეთქეს დონეცკის ოლქის სოფელ გალიცინოვკაში. სლავიანსკში, კი რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ქალაქის მერი ვიჩესლავ პონომარიოვი. თუმცა, ამ ინფორმაცია არ ადასტურებს დონეცკის თვითგამოცახდებული სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშილინი.