ჭიკაიძე პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისგან თავშეკავების მოწოდებით გამოვიდა

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა შსს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ. მისი განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ძალადობის ყველა ფაქტი გამოძიებული იქნება და დამნაშავეები კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს. ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ შსს-ს თანამშრომლებს აკრძალული აქვთ პოლიტიკური საქმიანობა და საარჩევნო პროცესებზე რაიმე ზეგავლენის მცდელობა. „შსს-ს ყველა თანამშრომელი თავისუფალია და თავად გადაწყვეტს, თუ ვის მისცემს ხმას“, განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.