კონკურსი ჩინურ ენაში

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში, გაიმართა კონკურსი მოსწავლეებს შორის „ჩინური ენის ხიდი“. კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს ჩინური ენის ცოდნაში შეეჯიბრნენ. როგორც საქართველოში ჩინეთის ელჩი, იუეი პინი ამბობს, მსგავსი კონკურსები ჩინური ენის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. საქართველოში გამარჯვებული მოსწავლე ჩინეთში გაემგზავრება ფინალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.