რადიოჟურნალი – 1040-ე გამოშვება

მეათე სტუდიაში შემოგთავაზებთ ინტერვიუს ამერიკელ ფილოსოფოსთან, ჯეიმს სკენლანთან, რომელიც არის ავტორი წიგნისა „დოსტოევსკი-მოაზროვნე“. ვისაუბრებთ კიდევ ერთ მწერალზე - უფრო სწერთან ვისაუბრებთ მასთან: თბილისს სტუმრობდა ნორვეგიელი ავტორი, ერლენდ ლუ, რომლის რომანი „ნაივური სუპერი“ ქართულადაც არის თარგმნილი. უყურადღებოდ არ დავტოვებთ იმ გარემოებას, რომ „მეათე სტუდიის“ ეს გამოშვება ეთერში გავიდა პარასკევს, 13 ივნისს - მავანისთვის თარს დღეს. ბოლოს ფეხბურთზე ვისაუბრებთ: შეიტყობთ, რატომ ადარებს ბრიტანელი ჟურნალისტი, ენდრიუ ჯენინგსი ფიფას „კრიმინალურ ოჯახს“. ამას გარდა, რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი, დავით კაკაბაძე გაგვიზიარებს შთაბეჭდილებებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 12 ივნისს დაიწყო ბრაზილიაში.