კიევში, რუსეთის საელჩოს წინ ორასზე მეტი აქტივისტი პიკეტს მართავს

კიევში, რუსეთის საელჩოს წინ ორასზე მეტი აქტივისტი პიკეტს მართავს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ტანკების შესვლის გამო და სეპარატისტების მიერ ლუგანსკში „ილ-76“-ის ჩამოგდების გამო. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება აქციის ერთ-ერთ მონაწილეზე დაყრდნობით, საელჩოს შესასვლელთან მოათავსეს ავტომანქანების საბურავები და ბენზინით სავსე ბოთლები. ხალხს უჭირავს პლაკატები წარწერებით: „კრემლო, მოაშორე ხელები უკრაინას“, „არა პუტინთან მოლაპარაკებებს“. აქტივისტების მანქანებიდან ისმის უკრაინული ნაციონალისტური სიმღერები.