აშშ-ის არმია სერჟანტ ბერგდალის ტყვედ ჩავარდნის გარემოებებს გამოიძიებს
აშშ-ის არმიის თანახმად, დაიწყო გამოძიება, თუ რა ვითარებაში ჩაუვარდა ტყვედ ავღანეთში 2009 წელს თალიბებს სერჟანტი დოუ ბერგდალი, რომელიც ამასწინათ ხუთ თალიბში გაცვალეს და ტყვეობიდან იხსნეს. გამოძიებას სათავეში უნდგას გენერალი კენეტ დალი.