ცესკო აგრძელებს თვითმმართველობის არჩევნების მონაცემების შეჯამებას

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის მერის არჩევნების შედეგების გამოსავლენად დათვლილია 729 უბნიდან 720 უბნის მონაცემები. დავით ნარმანიას მიღებული აქვს ხმების 46,12%, ნიკანორ მელიას - 27,9%, დიმიტრი ლორთქიფანიძეს -12,83%, ირმა ინაშვილს - 5,37%, ასმათ ტყაბლაძეს - 2,45%. პროპორციული წესით არჩევნებში 3637-დან 3440 უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ მიღებული აქვს ხმების 50,74%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 22,31%, „ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ – 10,29%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ – 4,73%, „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ – 3,46%.