პაკისტანის ხელისუფლება 17 ივნისსაც განაგრძობს საჰაერო იერიშს ჩრდილოეთ ვაზირისტანში მეამბოხეთა სავარაუდო სამალავებზე. პაკისტანის არმიის 16 ივნისის განცხადებით, ბოლო დღეებში რეგიონში დახოცილია 187 მეამბოხე, მათ შორის - 105 „უზბეკი მეომარი“. პაკისტანის არმია აცხადებს, რომ ჯერ არ დაუწყია ოპერაცია დასახლებულ ადგილებში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ინფორმაციით კი, ჩრდილოეთ ვაზირისტანი 50 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა. მათგან 10 ათასმა თავი შეაფარა მოსაზღვრე ავღანეთის ხოსტის პროვინციაში ახლადშექმნილ ლტოლვილთა ბანაკს.