ისლამისტების ამბოხება ერაყში და საქართველოს უსაფრთხოების ამოცანები

ქალაქი ნაჯაფი, 2014 წლის 17 ივლისი

ჯგუფ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტები ბაღდადისაკენ მიიწევენ მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში ჩრდილოეთიდან დაიწყეს შეტევითი ოპერაცია. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტების ავანგარდშია საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი, ერთ-ერთი ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფის მეთაური, რომელიც მანამდე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ იბრძოდა. ვინ არის ალ შიშანი, რა სამხედრო მომზადება გაიარა მან საქართველოში?

რატომ გახდა ისლამისტების ელვისებური წარმატება შესაძლებელი და რა გავლენას მოახდენს ერაყის დესტაბილიზაცია რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოებაზე, რითაც სისხლხორცეულად არის დაინტერსებული ბევრი ქვეყანა და, პირველ ყოვლისა, საქართველო, ქვეყანა, რომელიც ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრია და მნიშვნელოვანი სამხედრო ქვედანაყოფებით არის წარმოდგენილი ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში.

ისლამისტების ამბოხებაზე ერაყში და საქართველოს უსაფრთხოების ამოცანებზე პროგრამაში „დაბრკოლების ზოლი“ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობენ.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი