უკრაინის პრეზიდენტი 20 ივნისს სამშვიდობო გეგმას წარმომადგენს

მოელიან, რომ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 20 ივნისს კონფლიქტის მოწესრიგების 14 პუნქტიან გეგმას წარმოადგენს. ამ გეგმის თანახმად, რომლის ასლიც დამოუკიდებელ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა, კიევს განზრახული აქვს 10 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა რუსეთის საზღვართან. სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ასევე სამთავრობო ძალების მხრიდან ცეცხლის ცალმხრივ შეწყვეტას და სეპარატისტების ამნისტიას, თუ ისინი იარაღს დაყრიან და ბრძოლას შეწყვეტენ.