შაბათს დაიწყო რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების მოულოდნელი შემოწმება

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იტყობინება, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, შაბათს დაიწყო ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების მოულოდნელი შემოწმება. სამხედრო-საჰაერო ძალების 98-ე დივიზია ივანოვოდან გადასროლილ იქნება ჩელიაბინსკის ოლქში, სადაც ადგილობრივ პოლიგონზე მოხდება თვითმფრინავებიდან დესანტის გადასხმის დახვეწა. სწავლება ერთ კვირას გასტანს. მანევრებში მონაწილეობს 65 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 180 თვითმფრინავი და 60 ვერტმფრენი.