თბილისში გაიმართა საქართველოსა და ლატვიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს და ლატვიის თავდაცვის მინისტრების, ირაკლი ალასანიასა და რაიმონდ ვეიონისის შეხვედრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალასანიამ ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. თავდცავის მინისტრებმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. დღესვე ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდ ვეიონისი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო.