ბელგიაში იმართება პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია

ევროკავშირის ლიდერები დღეს მონაწილეობას მიიღებენ სამგლოვიარო ცერემონიაში პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100-ე წლისთავთან დაკავშირებით. ევროპელი ლიდერები შეიკრიბებიან ფლანდრიის ბრძოლის ველზე, რათა დაადასტურონ მტკიცე მხარდაჭერა ევროპის ქვეყნების მშვიდობიანი კავშირის შექმნის მიმართ. ბელგიაში ამ ცერემონიით იწყება ევროკავშირის ორდღიანი სამიტი. დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად მიჩნეულია ის, თუ ვინ დაიკავებს ევროკომისიის პრეზიდენტის გავლენიან პოსტს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა 25 ივნისს განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარეს ჟან-კლოდ იუნკერის კანდიდატურას. მოსალოდნელია აგრეთვე, რომ სამიტზე განიხილავენ უკრაინაში კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სანქციების საკითხს. ხვალ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო და მოლდავეთი, ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.