გავრილო პრინციპის ცხოვრების ბოლო წლები

Your browser doesn’t support HTML5

ზუსტად ერთი საუკუნის წინათ, 1914 წლის 28 ივნისს, სარაევოში, ახალგაზრდა ბოსნიელმა სერბმა გავრილო პრინციპმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც-ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფია. რაკი დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანი იყო, პრინციპს - სიკვდილით დასჯის ნაცვლად - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ ოთხი წლის შემდეგ პრინციპი ტუბერკულოზით გარდაიცვალა ქალაქ ტერეზიენშტადტის (დღევანდელი ტერეზინის) ციხეში.