"ისტორიული და განსაკუთრებული დღე"

Your browser doesn’t support HTML5

დღეს საქართველომ ბრიუსელში ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეთანხმების ხელმოწერამდე ირაკლი ღარიბაშვილმა ცერემონიაზე დამსწრეებსა და საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. მან აღნიშნა, რომ 27 ივნისი საქართველოს დაამახსოვრდება როგორც ისტორიული და განსაკუთრებული დღე, როცა თავისუფალი ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.