საქართველოში იმართება თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა იმართება 14 საარჩევნო უბანზე. მათ შორის არიან მარნეულის, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ბათუმის საარჩევნო ოლქებში მდებარე უბნები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ, 12:00 საათის მდგომარეობით, 16,41% შეადგინა. არჩევნების შედეგად უნდა გაირკვეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების - შემადგენლობა.