ერაყმა რუსეთისაგან პირველი საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო

ერაყის მთავრობის განცხადებით, მან მიიღო პირველი საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთისაგან შეიძინა სუნიტი მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, SU-25 ტიპის ხუთი, ნახმარი მოიერიშე თვითმფრინავით სარგებლობას რამდენიმე დღეში შეუდგებიან და მალე მეტ ასეთ თვითმფრინავს მიიღებენ. ერაყის მთავრობას, ცნობების თანახმად, 500 მილიონ დოლარად დაუჯდა რუსეთისაგან მათი შეძენა. მეამბოხეებმა, რომლებსაც ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფი, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ ხელმძღვანელობს, ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიპყრეს ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ წამოიწყეს თავდასხმითი ოპერაცია.