მეამბოხეები აცხადებენ ხალიფატის ჩამოყალიბების შესახებ

მეამბოხე ისლამისტთა ჯგუფი ისისი აცხადებს, რომ ჩამოაყალიბეს ხალიფატი, ანუ ისლამისტური სახელმწიფო ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონტროლებენ ერაყსა და სირიაში. მათ გამოაცხადეს ორგანიზაციის ლიდერი, აბუ ბარ ალ-ბაღდადი ხალიფად და „მუსლიმთა საყოველთაო ლიდერად“. ამასობაში ერაყის მთავრობის ჯარები განაგრძობენ ოპერაციას ქალაქ თიქრითის ასაღებად, რომელსაც ისისი აკონტროლებს. ცნობების თანახმად, ერაყის მთავრობის ჯარებმა ვერტმფრენებით მიიტანა იერიში მეამბოხეების პოზიციებზე.