ისრაელში გატაცებული მოზარდების გვამებს მიაკვლიეს

ისრაელის არმიამ მიაკვლია იმ სამი მოზარდის გვამებს, რომლებიც იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ ივნისში. უშიშროების სამსახურის თანახმად, გვამებს მიაგნეს 30 ივნისს ჰებრონის მახლობლად, იმ არეალში, სადაც ისინი დაიკარგნენ. ისრაელმა მოზარდების გატაცებაში დაადანაშაულა რადიკალური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც უარყოფს ამ საქმესთან კავშირს.